ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროპა ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში


ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის თქმით, ევროპელებს ერთიანი პოზიცია აქვთ რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით და ისინი მხარს უჭერენ უკრაინას. ამავდროულად, ესპანეთი თვლის, რომ საჭიროა დიალოგი და მოლაპარაკებები.

რუსეთს უკრაინის საზღვართან 100,000 სახმედრო ჰყავს განლაგებული. გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაიწყებენ თებერვალში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს დასავლეთი სამხედრო მუქარად და სავარაუდო ომის დაწყებად მიიჩნევს, რუსეთი კვლავ ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ წვრთნებია და მეტი არაფერი.

ომის დაწყებისთვის სამზადისის უარყოფის მიუხედავად, რუსეთი ამბობს, რომ თუ მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მაშინ ქვეყანა დაუზუსტებელ სამხედრო ქმედებას მიმართავს.

რეგიონში სიტუაციის დაძაბვის პარალელურად, ესპანეთმა ნატოს ჯარების დასახმარებლად საომარი ხომალდები გააგზავნა ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის წყლებში. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, მარგარიტა რობლსი ავრცელებს.

"მოდით მივცეთ დიალოგს შანსი. ეს ისაა, რასაც ესპანეთი ემხრობა. თუ დიალოგი უშედეგოდ დასრულდება, რა თქმა უნდა, ესპანეთი თავის ევროპელ პარტნიორებთან და ნატოს მოკავშირეებთან ერთად დადგება",- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

XS
SM
MD
LG