ესპანეთში რეცესია ძლიერდება

რახოის კაბინეტმა შესაძლოა ევროპული დახმარება ითხოვოს
ესპანეთის მთავრობის ცნობით, ქვეყანაში რეცესია ღრმავდება. ეროვნული ბანკის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა ოთხი მეათედი პროცენტით დაეცა. ესპანეთში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. მოსახლეობის მეოთხედზე მეტი დაუსაქმებელია.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბოლო მონაცემების შედეგად, შესაძლოა, პრემიერ მინისტრ მარიანო რახოიზე ზეწოლა გაძლიერდეს, რათა რახოის კაბინეტმა ევროპელი მეზობლებისგან საერთაშორისო დახმარება ითხოვოს. ევროპის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ მზად არის განუსაზღვრელი რაოდენობით ბონდების შესაძენად, რათა ევროზონის გაჭირვებულ ქვეყნებს დაეხმაროს. თუმცა, ესპანეთის მთავრობა, ამ დრომდე, საგარეო დახმარებას არ ითხოვდა.