საბერძნეთის და ესპანეთის ლიდერები მკაცრი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ მძაფრი საბიუჯეტო კრიზისის ფონზე, მაშინ როდესაც ამ ქვეყნებში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება.
საბერძნეთის სამპარტიანი კოალიციური მთავრობა საპენსიო ასაკის 65-დან 67 წლამდე გაზრდას გეგმავს.
მადრიდში პარლამენტის წინ შეკრებილი მანიფესტანტები პრემიერ მინისტრ მარიანო რახოის გადადგომას მოითხოვენ. სამშაბათს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მცირედი შეხლა-შემოხლაც მოხდა.
ესპანეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 25 პროცენტი უმუშევარია, კიდევ უფრო ეფლობა რეცესიის ჭაობში.