სამხრეთ სუდანში გაერომ გააძლიერა თავისი სამშვიდობო ძალების სამხედრო კონტიგენტი ჯონგლეის შტატში აფრიკულ ტომებს შორის მომხდარი შეტაკებების გამო.
ლოუ ნუერის ტომის 6000-მდე მეომარმა იერიში მიიტანა ორ ქალაქზე, რომლებშიც მოწინააღმდგე მურლეს ტომის წარმომადგენლები ცხოვრობენ.
ქალაქებში პიბორსა და ლუკანგოლში მდგარ შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. ამ ქალაქების მშვიდობიანმა მოსახლეობამ გაქცევით უშველა თავს.
სამხრეთ სუდანში მცხოვრები ეს ორი ტომი ერთმანეთს საძოვრების გამო ებრძვიან. გასულ წელს ამ რაიონში მიმდინარე შეტაკებების შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.