თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკა სამხრეთ სუდანის მთავრობისთვის სამხედრო შეიარაღების მიაწოდების შესაძლებლობას განიხილავს.
პრეზიდენტმა ობამამ პარასკევს მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც სამხრეთ სუდანისთვის აღმოჩენილი დახმარება სამხედრო შეიარაღებისა თუ შეიარაღებული ძალების წვრთნების თვალსაზრისით, ამერიკის ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება. გარდა ამისა, სამხრეთ სუდანში სტაბილური მთავრობისა და შეიარაღებული ძალების ქონამ შესაძლოა აღმოსავლეთ აფრიკაში მშვიდობის დამყარებასაც შეუწყოს ხელი. მიუხედავად მემორანდუმის გამოქვეყნებისა, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
ობამას განცხადებას წინ უსწრებდა სამხრეთ სუდანის ორ ტომს შორის ძალადობრივი დაპირისპირება, რომლის შედეგადაც 50 ათასი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.