ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 201-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.
პარტიების მონაცემები ასეთია:
- „ქართული ოცნება“ - 52,97%;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,21%;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 9,84%;
- „ძლიერი საქართველო“ - 9,03%;
- „გახარია საქართველოსთვის“ - 8,23%;
- „გირჩი“ - 3,23%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,53%.
ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
როგორ გადანაწილდება მანდატები პირველადი მონაცემებით
ცესკოს მიერ გამოცხადებული 22:00 საათის მონაცემების მიხედვით, 5%-იან ბარიერს 5 პარტია ლახავს. დათვლილია მიღებული ხმების 70 პროცენტი. ამ მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობაში მეოთხე ვადით რჩება „ქართული ოცნება“.
3111 უბნიდან დათვლილი 2201 უბნის მიხედვით, მანდატები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 88 მანდატი, ოპოზიცია - 62 მანდატი:
- "ქართული ოცნება" - 88 მანდატი (საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის დასამტკიცებლად საკმარისია 76 ხმა);
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 19 მანდატი;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 16 მანდატი;
- "ძლიერი საქართველო" - 14 მანდატი;
- "გახარია - საქართველოსთვის" - 13 მანდატი.
ვინ გახდება 2024 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი? - სავარაუდო სია
„ქართული ოცნება“ - 88 მანდატი
- ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე;
- ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი;
- ირაკლი ღარიბაშვილი - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი;
- შალვა პაპუაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე;
- მამუკა მდინარაძე - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი;
- თეა წულუკიანი - კულტურის მინისტრი;
- ლაშა ტალახაძე - ძალოსანი;
- ვახტანგი თურნავა - ბიზნესმენი;
- მაკა ბოჭორიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
- გენო პეტრიაშვილი - მოჭიდავე;
- სოზარ სუბარი - "ხალხის ძალის" დეპუტატი მეათე მოწვევის პარლამენტში;
- მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
- ანრი ოხანაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე;
- ნიკოლოზ სამხარაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
- ეკა ჭიჭინაძე - "ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი;
- შოთა ბერეკაშვილი - კომპანია BK constraction-ის დამფუძნებელი;
- ლევან მახაშვილი - ევროპისმცოდნეობის დოქტორი;
- მიხეილ ყაველაშვილი - "ხალხის ძალის" დეპუტატი მეათე მოწვევის პარლამენტში;
- გიორგი გაბუნია - იურისტი;
- ლიკა შარტავა - ფსიქოლოგი, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი;
- აკაკი ალადაშვილი - თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;
- არჩილ ბერიძე - ჯგუფ “ალილოს” სოლისტი, მუსიკოსი;
- ანზორ ბოლქვაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ვლადიმერ ბოჟაძე - თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
- ზაურ დარგალი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ზაალ დუგლაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრამდე დუგლაძე ბიზნესმენი იყო. 2012 წლიდან ის “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა;
- ნიკა ელისაშვილი - ისნის რაიონის გამგებელი;
- გოჩა ენუქიძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ორჯერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ორჯერ "ქართული ოცნების" წევრის სტატუსით გახდა დეპუტატი - ოთხივე ჯერზე ამბროლაურის მაჟორიტარის სტატუსით;
- გიორგი ვოლსკი - მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
- ილია ინჯია - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის და ბიზნესმენ ფრიდონ ინჯიას ვაჟი, “ქართული ოცნების” დელეგატი მარტვილში, აბაშაში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში;
- დავით კაჭარავა - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი სპორტსმენი;
- პაატა კვიჟინაძე - 2012 წლიდან პარლამენტარი. პირველად საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” პარტიული სიით მოხვდა, 2016 და 2020 წლებში კი - მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით. 2024 წელს არის “ქართული ოცნების” დელეგატი საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულში;
- დათო კოდუა - 2017 წელს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზუგდიდში, 2024 წელს “ქართული ოცნების” დელეგატი ზუგდიდში;
- ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდოისტი, მრავალგზის პრიზიორი, "ქართული ოცნების" დელეგატი სამგორში;
- ზაზა ლომინაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, 2024 წელს ის კვლავ ქუთაისშია “ქართული ოცნების” დელეგატი. არის პროფესიით ექიმი და კლინიკა “ლჯ და კომპანიის” დამფუძნებელი;
- სამველ მანუკიანი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარის სტატუსით. 2024 წელს მანუკიანი "ქართული ოცნების" დელეგატია ახალქალაქი-ნინოწმინდაში;
- ანტონ ობოლაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის ოლქში;
- ზურაბ რურუა;
- დავით სონღულაშვილი - მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. მაჟორიტარი დეპუტატი საგარეჯოში, გურჯაანში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში;
- ირაკლი ქადაგიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში. 2024 წელს "ქართული ოცნების" დელეგატია ამავე მუნიციპალიტეტებში.
- ზვიად შალამბერიძე - 2024 წლის არჩევნებზე არის “ქართული ოცნების” დელეგატი ზესტაფონში, ბაღდათში, თერჯოლასა და ტყიბულში. საჯარო სექტორში მუშაობის დაწყებამდე სადაზღვევო კომპანიებში მუშაობდა;
- ირაკლი შატაკიშვილი - 2020 წელს რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით გახდა პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”;
- დავით შერაზადიშვილი - 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნების” დელეგატია ბოლნისში, დმანისში, თეთრიწყაროსა და წალკაში. ბოლნისის მერის თანამდებობა უკავია 2017 წლიდან;
- ვასილ ჩიგოგიძე - მეექვსე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
- გივი ჭიჭინაძე - მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
- გიორგი ჭყონია - “ქართული ოცნების” დელეგატი ქობულეთში. ის მმართველი პარტიის შემადგენლობაში ახალი სახეა, წლებია კორუფციის მკვლევარია;
- გიორგი ხახუბია - მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. დეპუტატი გახდა შუალედური არჩევნების შემდეგ, 2023 წელს. არის ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი;
- ირაკლი ხელაძე - თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
- ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - გორის მერი, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არის “ქართული ოცნების” დელეგატი;
- დიმიტრი ხუნდაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წევრი, 2024 წელს არის მმართველი პარტიის დელეგატი მცხეთა-მთიანეთში;
- გურამ მაჭარაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წევრი;
- ირაკლი ბერაია - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ეკა სეფაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წევრი;
- ზაალ მიქელაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
- ვიქტორ ჯაფარიძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წევრი;
- გიორგი კახიანი - მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
- მაია ბითაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ვიქტორ სანიკიძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ვეტერანი კალათბურთელი;
- მარიამ ლაშხი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- დიმიტრი სამხარაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი;
- ნინო წილოსანი - მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე;
- რატი იონათამიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე;
- დავითი მათიკაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ვლადიმერ კახაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი;
- ირაკლი მეზურნიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- სავალან მირზოევი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- რამინა ბერაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- სუმბატ კიურეღიანი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ალექსანდრე ტაბატაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ალუდა ღუდუშაური - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ირმა ზავრადაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ირაკლი ზარქუა - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გივი მიქანაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გიორგი სოსიაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ნოდარ ტურძელაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ბეჟან წაქაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ალექსანდრე დალაქიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ისკო დასენი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ედიშერ თოლორაია - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გოდერძი ჩანქსელიანი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გია ბენაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- შოთა ხაბარელი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გელა სამხარაული - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გიორგი ჩაკვეტაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- თენგიზ შარმანაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ირაკლი კირცხალია - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გიორგი ბარვენაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გენრიეტა წიწავა - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.
კოალიცია ცვლილებისთვის: ახალი, დროა, გირჩი - 19 მანდატი
- ნანა მალაშხია - თბილისის მერიის საქალაქო სამსახური, წამყვანი სპეციალისტი;
- ნიკა მელია - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი წევრი;
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი წევრი;
- გიგა ლემონჯავა - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი;
- თენგიზ თევზაძე - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი;
- ცოტნე კობერიძე - თბილისის საკრებულოს წვერი;
- გიორგი კირთაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი;
- ივანე ჭყონია - ბიზნესმენი, „დისტრიბუტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ცოტა ხნის წინ შეუერთდა „კოალიციას ცვლილებისთვის".
- ხათუნა სამნიძე - საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
- ოქტაი ქაზუმოვი - მწერალი და მთარგმნელი;
- მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
- ბორის (ჩელე) ყურუა - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი;
- ანა გოგოლაძე - თბილისის საკრებულოს წევრი;
- გიორგი ბუტიკაშვილი - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, მკვლევარი;
- გიორგი იმედაშვილი - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი;
- ელენე ხოშტარია - პარტია „დროას" დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი წევრი;
- სოფია გოლეთიანი - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი;
- მარიკა არევაძე - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ადვოკატი;
- ანი ქავთარაძე - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ექიმი, ბიზნესმენი.
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16 მანდატი
- თინა ბოკუჩავა - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი;
- გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი, პარლამენტის წევრი;
- სოფო ჯაფარიძე - თბილისის საკრებულოს წევრი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი;
- კობა ნაყოფია - პარლამენტის წევრი;
- გია ჯაფარიძე - ყოფილი დიპლომატი, პოლიტოლოგი;
- პეტრე ცისკარიშვილი - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი;
- გიგი წერეთელი - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი;
- ირაკლი ხვადაგიანი - ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის ("სოვლაბი") გამგეობის თავმჯდომარე;
- თამარ კორძაია - პარლამენტის წევრი;
- ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აქტივისტი;
- კახაბერ ოქრიაშვილი - პარლამენტის წევრი;
- რამაზ ნიკოლეიშვილი - პარლამენტის წევრი;
- ეკა ხერხეულიძე - პარლამენტის წევრი;
- ლევან ხაბეიშვილი - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი;
- ლაშა ბაქრაძე - ისტორიკოსი;
- ანა წითლიძე - პარლამენტის წევრი.
ძლიერი საქართველო - 14 მანდატი
- მამუკა ხაზარაძე - „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი;
- ანა დოლიძე - იურისტი, პოლიტიკოსი; პარტიის, „ხალხისთვის“ დამფუძნებელი;
- ბადრი ჯაფარიძე - „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი;
- ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის წევრი;
- ლევან ცუცქირიძე - „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი;
- ირაკლი კუპრაძე - „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი;
- ქეთევან თურაზაშვილი - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ წევრი;
- საბა ბუაძე - თბილისის საკრებულოს წევრი;
- სალომე სამადაშვილი - პარლამენტის წევრი;
- დავით რაქვიაშვილი - უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი;
- თამარ ლალიაშვილი - უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
- გრიგოლ გეგელია - პოლიტიკის თეორიის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი;
- ლევან სამუშია - ადვოკატი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
- ფიქრია ჩიხრაძე - საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი.
გახარია - საქართველოსთვის - 13 მანდატი
- გიორგი გახარია - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
- ნათია მეზვრიშვილი - პრემიერ-მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პროკურორი;
- დიმიტრი ცქიტიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი;
- კახაბერ ქემოკლიძე - უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი;
- ზვიად ძიძიგური - პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი;
- ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
- ანა ბუჩუკური - პარლამენტის წევრი;
- ბერდია სიჭინავა - იურისტი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი;
- როინ ქოჩორაშვილი - 2021 წლიდან პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი;
- ბექა ლილუაშვილი - პარლამენტის წევრი;
- თეონა აქუბარდია - პარლამენტის წევრი;
- ლევან გოგიჩაიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი;
- გიგა ფარულავა - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე.
Facebook Forum