სამხრეთ კორეა ამერიკული წარმოების სარაკეტო თავდაცვის სისტემის დამატებით განთავსებას გეგმავს.
გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის გარშემო მიმდინარე დიპლომატიურ კრიზისს უკავშირდება. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ სეულთან ახლოს დამატებით ოთხი საჰაერო თავდაცვითი სარაკეტო გამშვები დამონტაჟდება.
THAAD-ის სისტემის განთავსებას ეწინააღმდეგებიან რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ამ სისტემას საფრთხედ აღიქვამენ. გადაწყვეტილება, სამხრეთ კორეის პრეზიდენტსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის შეთანხმებას მოსდევს, რომლის მიხედვითაც ამერიკა სამხრეთ კორეას ბირთვულ სატყორცნზე აკრძალვებს უხსნის. გადაწყვეტილება, ჩრდილოეთ კორეის მიერ კვირას, მათი განცხადებით, წყალბადის ბომბის გამოცდას უკავშირდება.