ვიდეო კამერებზე დაფიქსირდა თუ როგორ ჩამოართვა ხელი ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროს
სამშაბათს სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას პანაშვიდზე არაფორმალური დიპლომატიური ძალისხმევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, წამოიჭრა, სადავო პოლიტიკური თემებიც.
ვიდეო კამერებზე დაფიქსირდა თუ როგორ ჩამოართვა ხელი ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროს.
მათ შორის ხელის ჩამორთმევამ ყურადღება იმის გამო მიიქცია, რომ ამერიკასა და კუბას 1961 წლის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ და ამერიკა დღემდე აგრძელებს კუბის მიმართ ეკონომიკურ ემბარგოს. თეთრი სახლის განცხადებით, კასტროსა და ობამას შორის ხელის ჩამორთმევა წინასწარ დაგეგმილი არ იყო. ამასთან, ორ ლიდერს შორის მნიშვნელოვანი დიალოგი არ შემდგარა. ობამა ასევე შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის.