მომავალი რეფერენდუმის ფონზე, რუსეთის კიდევ სამმა ქალაქმა გააუქმა დაგეგმილი სამხედრო აღლუმები

სამი ქალაქი - პენზა, პიატიგორსკი და იაკუტსკი - რუსეთის იმ ქალაქების სიას შეუერთდა, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო 24 ივნისს დანიშნული სამხედრო აღლუმი გაუქმდა.

ასევე ნახეთ: ფერგიუსონი: პანდემიაზე დამანგრეველი ის ეკონომიკური ზომებია, რომელიც მივიღეთ


ამ ფონზე, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, რომ თავდაპირველად 9 მაისს დაგეგმილ აღლუმს, რომელიც პანდემიის გამო 24 ივნისისთვის გადაიდო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით არსებული საფრთხის მიუხედავად, მოსკოვში მაინც გამართავს.

მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75-ე წლისთავი საიუბილეო თარიღია. მიმომხილველები აცხადებენ, რომ პუტინის მხრიდან სამხედრო ძალის დემონსტრირება მისთვის კარგი შესაძლებლობაა 25 ივნისს დაგეგმილ რეფერენდუმამდე მოსახლეობაში ნაციონალისტური ტალღა ააგოროს.

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთი პანდემიის პირისპირ - "დამალული" ვლადიმირ პუტინი


ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი რეფერენდუმი 25 ივნისიდან 1 ივლისამდე გაგრძელდება. მან ის უნდა გადაწყვიტოს, მიეცემა თუ არა პუტინს კანონიერი უფლება პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი. პუტინმა განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები „საპრეზიდენტო დიქტატურის გაძლიერებას“ ისახავს მიზნად.

ასევე ნახეთ: ამერიკელ ყოფილ საზღვაო ქვეითს რუსეთში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

67 წლის რუსეთის პრეზიდენტი პირველად პრეზიდენტად 1999 წელს აირჩიეს. არსებული კონსტიტუციის თანახმად, მას 2024 წელს, საპრეზიდენტო ვადის დამთავრების შემდეგ, პრეზიდენტად კენჭის ყრა აღარ შეუძლია, თუმცა, თუ რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, მას კიდეც ორი ექვსწლიანი ვადით, 2036 წლამდე შეეძლება პრეზიდენტობის გაგრძელება.

ამ დროისთვის უცნობია რომელი ქვეყნის მაღალჩინოსნები დაესწრებიან აღლუმს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული უშიშროების მრჩეველი რობერტ ობრაიენი აღლუმს არ დაესწრება.