ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ ყოფილ საზღვაო ქვეითს რუსეთში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


რუსეთში დაკავებულ, ყოფილ საზღვაო ქვეითების ჯარისკაცს, პოლ უელანს ჯაშუშობის ბრალდებით მოსკოვში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და თქვა, რომ ვაშინგტონი აღშფოთებულია სასამართლოს განაჩენით.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ელანი და გააკრიტიკა ქვეყანა ასეთი "აღმაშფოთებელი" გადაწყვეტილების გამო.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო

"ამერიკის შეერთებული შტატები აღშფოთებულია რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამერიკის მოქალაქის, პოლ უელანის, დაკავებასთან დაკავშირებით, რომელსაც საიდუმლოდ ჩაუტარეს სასამართლო და საიდუმლოდ წარადგინეს მტკიცებულები", წერია მაიკ პომპეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უელანი, 2018 წლის 29 დეკემბერს მოსკოვში, სასტუმროს ნომერში დააკავეს რუსმა აგენტებმა. ყოფილი ამერიკელი სამხედრო რუსეთში ქორწილზე დასასწრებად იყო ჩასული.

რუსეთის პროკურატურის განცხადებით, 50 წლის უელანს დაკავებისას ფლეშ დრაივი ჰქონდა, რომელზეც საიდუმლო ინფორმაცია იყო ჩაწერილი. მათივე ინფორმაციით, უელანს ამერიკის, ბრიტანეთის, კანადისა და ირლანდიის პასპორტები აქვს. უელანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მეხსიერების ბარათი რუსმა ნაცნობმა მისცა და უთხრა, რომ მასზე მხოლოდ დასვენების ფოტოები იყო ჩაწერილი.

"ეს პოლიტიკური თეატრია", თქვა უელანმა სასამართლო პროცესზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG