შეერთებული შტატების სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ შაბათს და კვირას, სომალის განდარშის ზღვისპირა რეგიონში ექვსი საჰაერო დარტყმით, „ალ-შაბაბის“ 62 ექსტრემისტი გაანადგურა.
სამხედრო ძალების აფრიკის სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ შაბათს ოთხი საჰაერო დარტყმა განხორციელდა, რომელთა შედეგადაც 34 ექსტრემისტი განადგურდა, კვირას კი დამატებით ორი იერიშის შედეგად 28 ექსტრემისტი იქნა მოკლული.
„აფრიკის სარდლობამ და ჩვენმა სომალელმა პარტნიორებმა განახორციელეს ეს საჰაერო დარტყმები, რათა ტერორისტების მიერ მომავალი თავდასხმების დასაგეგმად და ტერორისტების მისაზიდად ეს რაიონების გამოყენება არ მომხდარიყო," ნათქვამია აფრიკის სარდლობის განცხადებაში.
სარდლობის ცნობით, თავდასხმების შედეგად სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ არის.
შეერთებული შტატები სომალიში საჰაერო დარტყმებს რეგულარულად ახორციელებს მთავრობის მხარდასაჭერად, რომელიც „ალ-შაბაბის“ ამბოხებულებს წლების განმავლობაში ებრძოდა.