ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალიში სისხლისღვრა გრძელდება


ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაღუპულია ხუთი ადამიანი

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში შეიარათებული დაპირისპირება გრძელდება სახელმწიფო ჯარებსა და მეამბოხეებს შორის, რომლებიც კვირა დილას ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრსეს სასამართლო კომპლექსს დაესხნენ თავს.

თვითმხილველების ჩვენებებზე დაყრდნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამხედრო ფორმაში გადაცმული მეამბოხეები სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველები ასევე აცხადებენ, რომ გაიგეს აფეთქების ხმებიც.

ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ არის ისინი მეამბოხეები არიან თუ სახელმწიფო მოხელეები.
XS
SM
MD
LG