თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს ესაუბრა. განხილვის თემა სოჭის ოლიმპიადაზე მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მათ შორის საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც ერთი დღით ადრე ამერიკამ მოსკოვს სამხედრო საზღვაო დახმარება შესთავაზა სოჭში უსაფრთხოების ზომების დასაცავად.
ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზე დიალოგი შედგა იმ მოვლენების ფონზე, როცა რუსეთის უშიშროების ძალები უშედეგოდ ეძებენ სამ ქალს, რომლებიც სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტები არიან. მათ უსაფრთხოების პერიმეტრის გარღვევა მოახერხეს.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ სოჭში პოლიციამ ერთ-ერთი ქალის ფოტოები დაარიგა, რომელიც სავარაუდოდ, ეგრეთ წოდებული, შავი ქვრივია. მისი მეუღლე დაღესტანელი მეამბოხე იყო რომელიც რუსეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს.