სოჭში ზამთრის ოლიმპიადა დაიწყო

რუსეთში ზამთრის ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა. ამ წუთებში შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი მიმდინარეობს. რუსული საინფორმაციო წყაროების მიხედვით, ზამთრის თამაშების საზეიმო გახსნას ქვეყნის პრეზიდენტ -ვლადიმირ პუტინთან- და გაეროს გენერალურ მდივან -ბან კი მუნთან- ერთად, კიდევ 40 ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ესწრება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებმა ცერემონიალზე წასვლაზე უარი განაცხადეს. დასავლეთის ქვეყნების მთავრობები რუსეთს რამდენიმე ანტიდემოკრატიული ნაბიჯის, მათ შორის გეების წინააღმდეგ მიღებული ახალი კანონის გამო აკრიტიკებენ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბარჩმა, რომელმაც ოლიმპიური ჩირაღდანი ხუთშაბათს გაეროს გენერალურ მდივან, ბან კი მუნს გადასცა, აღნიშნა, რომ ზამთრის თამაშებისთვის მზადება „საკმაოდ მშვიდად“ მიმდინარეობს, თუმცა დასაწყისისში აქა-იქ „მცირე პრობლემები“ შეინიშნებოდა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა პრობლემებს გულისხმობდა ის.