ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი ედუარდ სნოუდენი, რომელმაც ამერიკის მთავრობის საიდუმლო ინფორმაცია გაასაჯაროა, აცხადებს, რომ მას „ჯაშუშის ტრეინინგი“ ჰქონდა გავლილი და ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებისთვის საზღვარგარეთ ფარული აგენტი იყო.
NBC-TV- ერთ-ერთ წამყვან ბრაიან უილიამსისთვის მიცემულ ინტერვიუში სნოუდენმა უარყო მასზე გავრცელებული შეხედულება, რომ ის მხოლოდ დაბალი დონის ანალიტიკოსი იყო. სნოუდენის თქმით, ის თავს აჩვენებდა ხალხს, რომ მუშაობდა ისეთ ადგილზე სადაც არ მუშაობდა და ამასთან, სხვა სახელითაც სარგებლობდა. აღნიშნული ინტერვიუს ნაწყვეტები სამშაბათს გამოქვეყნდა.
„მე ტექნიკური ექსპერტი ვარ. მე ხალხთან არ ვმუშაობ, აგენტების გადმობირება არ მევალება, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სისტემებს ვქმნი და ეს საქმე ყველა დონეზე მაქვს გაკეთებული - ყველაზე დაბალი დონიდან დაწყებული უმაღლესით დამთავრებული. ახლა, შეიძლება მთავრობამ უარყოს ეს და თქვას, რომ მე მხოლოდ დაბალი დონის ანალიტიკოსი ვარ. ამით ცდილობენ ეს პოზიცია იმის დასამალად გამოიყენონ, რომ მე საზღვარგარეთ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ფარული აგენტი ვიყავი.“
„საზღვარგარეთ, მე ვმუშაობდი ეროვნული უშიშროების სააგენტოს ფარულ აგენტად და მიმუშავია თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს ლექტორად ერთობლივი კონტრდაზვერვის საწვრთნელ აკადემიაში, სადაც შევიმუშავე მეთოდები და წყაროები, რომლებიც ჩვენი ხალხის უსაფრთხოების დაცვაში დაგვეხმარა ყველაზე მტრულ და საშიშ გარემოში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასე რომ, როცა ამბობენ, რომ მე მხოლოდ დაბალი დონის სისტემის ადმინისტრატორი ვარ და არ ვიცი რაზე ვლაპარაკობ, ვუპასუხებ, რომ ეს ინფორმაცია მცდარია,“ განაცხადა სნოუდენმა.
სნოუდენი ეოვნული უშიშროების სააგენტოს კონტრაქტორი იყო, როცა ის შარშან ჰონგ კონგში გაფრინდა და თან საიდუმლო ციფრული დოკუმენტები წაიღო, რომლებიც ეროვნული უშიშროების სააგენტოს მიერ ამერიკელებზე წარმოებულ თვალთვალს ამჟღავნებდა.
მან დოკუმენტები ბრიტანული გაზეთის „გარდიან-ის“ ჟურნალისტ გლენ გრინვოლტს გადასცა, რომელმაც საიდუმლო თვალთვალის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ჰონგ კონგიდან სნოუდენი მოსკოვში გაფრინდა, სადაც მას თავშესაფარი მიანიჭეს. ამერიკაში სნოუდენი საიფუმლო ინფორმაციის გაჟონვის ბრალდებით ძებნილადაა გამოცხადებული.
ამერიკის კონგრესმა გასულ კვირას კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ეროვნული უშიშროების სააგენტოს ამერიკელების სატელეფონო ზარებისა და ინტერნეტ კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციის შენახვას უკრძალავს.
ეს პირველი ინტერვიუა, რომელიც ეროვნული უშიშროების ყოფილმა კონტრაქტორმა ამერიკულ მედიას მისცა.