შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი ედუარდ სნოუდენი სააგენტოს ინდუსტრიულ შპიონაჟშიც დებს ბრალს. ახალ ბრალდებაზე სნოუდენმა გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, „თუკი ისეთი ინდუსტრიული გიგანტის საქმიანობას, როგორიცაა „სიმენსი“, სააგენტოს აზრით, ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან რაიმე კავშირი აქვს, ის ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს“. ტელეარხ „ეი-არ-დით“ ტრანსლირებული ინტერვიუ პირველია მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში ძებნილ სნოუდენს რუსეთმა დროებითი პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.