ბაშარ ალ ასადი საჯაროდ გამოჩნდა

ვიდეო-მასალაზე ასადი იღიმის და სირიის დედაქალაქში მდებარე ალ ჰამადის მეჩეთში ლოცვებს ესწრება
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი დამასკოში მდებარე მეჩეთს ეიდ ალ ფიტრის ლოცვაზე დასასწრებად ეწვია. ეს მისი პირველი საჯარო გამოჩენაა მას შემდეგ, რაც ივლისში მისი კაბინეტის რამდენიმე მაღალჩინოსანი მოკლეს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ასადი მისი მთავრობის წევრების მიერაა გარშემორტყმული. ვიდეო მასალაზე ასადი იღიმის და სირიის დედაქალაქში მდებარე ალ ჰამადის მეჩეთში ლოცვებს ესწრება.

ლოცვის წაკითხვის შემდეგ იმამმა განაცხადა, რომ სირია შეერთებული შტატების, დასავლეთის ქვეყნებისა და სუნიტი არაბების შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ეიდ ალ ფიტრის ლოცვა ისლამურ რელიგიაში რამადანის წმინდა თვის დასასრულად ითვლება.