თბილისში რადიკალურმა ჯგუფებმა "ღირსების მარში" ჩაშალეს. დაარბიეს რამდენიმე შენობა, მათ შორის "თბილისი პრაიდის" და "ეუთოს" შენობები. დაჭრილია ერთი პოლონელი ტურისტი, ნაცემია ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომლის ჩაცმულობაც რადიკალური ჯგუფებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულია 40-ზე მეტი ჟურნალისტი, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა რთულია. "ტვ პირველის" ოპერატორს მძიმე დაზიანება აქვს სახეზე მიღებული და ის საავადმყოფოში იმყოფება. "ტვ პირველის" ეთერში წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ თქვა, რომ დაშავებულ ოპერატორს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
ასევე ნახეთ: ჰომოფების ზეიმი თბილისის ქუჩებში - ნაცემი და გატაცებული ჟურნალისტებიდაშავებულია თითქმის ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტი. ამ დროისთვის სია ასე გამოიყურება:
- "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი თორნიკე მანდარია
- "რადიო თავისუფლების" რეპორტიორი დათო ქორიძე
- "რუსთავი 2"-ის ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი
- "ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა
- On.ge-ს ჟურნალისტი თამთა კახაბერიძე
- "ფორმულას" ჟურნალისტი რატი წვერავა
- "მთავარი არხის" ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი
- "მთავარი არხის" ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე
- "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნინო გაზდელიანი
- "მთავარი არხის" ჟურნალისტი დათუნა ახალაძე
- "მთავარი არხის" ჟურნალისტი ანრი ჯოხარიძე
- "მთავარი არხის" ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი
- "მთავარი არხის" ჟურნალისტი თორნიკე ბარნაბიშვილი
- "ფორმულას" ჟურნალისტი გუგა დვალიშვილი
- "ტაბულას" ჟურნალისტი მაკო ჯაბუა
- "ნეტგაზეთის" ჟურნალისტი ლუკა პერტაია
- პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი
- აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი
- "პალიტრანიუსის" ოპერატორი რომა ტარუღიშვილი
- "გურიანიუსის" ჟურნალისტი მერაბ ცაავა
- "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი მარიამ ქუმსიშვილი
- "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე
- "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი გიორგი პერტია
- "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა
- "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი ზურა მანაგაძე
- "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი ბექა ათაბეგაშვილი
- "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი ნიკოლოზ ურუშაძე
- "ტვ პირველის" ჟურნალისტი გუგა მაისურაძე
- "ფორმულას" ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე
- "ფორმულას" ოპერატორი ნიკოლოზ ქალიაშვილი
- „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორი გიორგი ნიკოლიშვილი
- "იმედის" ჟურნალისტი დიმიტრი ყირიმნიშვილი
- "იმედის" ოპერატორი შოთა კირვალიშვილი
- "ფორმულას" ჟურნალისტი გიორგი გაბუნია
- "ფორმულას" ოპერატორი ლექსო ხომასურიძე
- "ტვ პირველის" ოპერატორი ლევან ბრეგვაძე
- "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული
- "ფორმულას" ფოტოგრაფი ვახო ქარელი
- "ფორმულას" ოპერატორი ზაზა კაპანაძე
- "ფორმულას" ოპერატორი გიორგი მაისაშვილი
- "ფორმულას" ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი
- "ნიუპოსტის" ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე
- CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე
- "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნათია ქოქოსიძე
- "მთავარი არხის" თაკო ლეკვეიშვილი
- "მთავარი არხის" ოპერატორი ვაჟიკო ჩხაიძე
- "მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, ტელევიზია "ფორმულას" ჟურნალისტი რატი წვერავა გაიტაცეს, მას ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს, გახადეს ზედა სამოსი და ხელებშეკრული რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ჟურნალისტი პოლიციელებმა დაიხსნეს, თუმცა თავდამსხმელები დაკავებულები ამ დრომდე არ არიან.