ოცი ადამიანი დაიღუპა და თითქმის 2000 პატიმარი გაიქცა კვირას სიერა-ლეონში სამხედრო ყაზარმებზე, ციხესა და სხვა ადგილებზე თავდასხმის დროს. დაღუპულთა შორის 13 ჯარისკაცია. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.
ასევე ნახეთ: სამხრეთ აფრიკა: ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ „ჰამასთან“ ომში ისრაელის სავარაუდო ომის დანაშაულები გამოიძიოს26 ნოემბერს, გამთენიისას დედაქალაქი ფრიტაუნი პანიკამ მოიცვა, როდესაც თავდამსხმელებმა სროლა ატეხეს. მთავრობამ თავდასხმაში შეიარაღებული დაჯგუფება "რენეგატი ჯარისკაცები" დაადანაშაულა, რომლებიც, ოფიციალური ცნობებით მოგვიანებით მოიგერიეს.
პრეზიდენტმა ჯულიუს მადა ბიომ კვირა საღამოს გამართულ მიმართვაში თქვა, რომ თავდასხმის ლიდერების უმეტესობა დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება.
პადემბა როუდის ცენტრალური ციხიდან თავდამსხმელების შეჭრის შემდეგ, დაახლოებით, 1890 პატიმარი გაიქცა.
სიერა-ლეონში 1991-2002 წლების სამოქალაქო ომის შედეგებს პოლიტიკური სიტუაცია დღემდე დაძაბულია. სამწლიანი ომის შედეგად 50 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ივნისში ჩატარებული არჩევნების შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა, რადგან ოპოზიციის მთავარი კანდიდატი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. 2022 წლის აგვისტოში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 21 მოქალაქე და 6 პოლიციელი დაიღუპა.