დღეს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი სახელგანთქმული თეატრალური დასი, ბრიტანეთის შექსპირის სამეფო თეატრი სეზონს მალე გახსნის. წარმოდგენები ზაფხულისკენ, ღია ცის ქვეშ, საგანგებოდ აშენებულ სივრცეში გაიმართება.
ასევე ნახეთ: ციქურიშვილების „მეთორმეტე ღამე“სეზონს შექსპირის სამეფო თეატრი სპექტაკლით "შეცდომათა კომედია" გახსნის. წარმოდგენის პრემიერა გასულ აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა, პანდემია კოვიდ-19-ის გამო გაუქმდა.
რეჟისორი ფილიპ ბრინი ახლა სპექტაკლის ღია ცის ქვეშ გადასატანად ემზადება და დადგმასაც შესაბამისად ცვლის. “ეს იყო გამოწვევებით სავსე დრო და ჯერ კიდევ არის, თუმცა მომავალს მაინც ოპტიმიზმით შევყურებთ" - თქვა თეატრალური დასის სამხატვრო დირექტორმა გრეგორი დორანმა.