რუსეთი უკრაინული ქალაქების დაბომბვას აგრძელებს. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ამჯერად რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე უკრაინული ქალაქი ვინიცაა.
ქალაქის ცენტრის დაბომბვას ოფიციალური ინფორმაციით 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გავრცელებული ცნობებით, დაღუპულთაგან ორი ბავშვია. ვინიცა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ის აქტიური ფრონტის ხაზებიდან საკმაოდ შორსაა.
უკრაინის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, დაშავებულია დაახლოებით 90 ადამიანი, მათ უკვე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ექიმების შეფასებით 50 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
დაბომბვის დროს დაზიანდა სამედიცინო ცენტრი, პოლიციის ინფორმაციით, შენობას სამი რაკეტა მოხვდა.
„რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი?“- დაწერა სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც მომხდარს რამდენიმე წუთში გამოეხმაურა.
ასევე ნახეთ: ბრიდლოვი: "ისტორია განგვსჯის, თუ რუსეთს კიდევ ერთხელ შევუშინდებით"ამ დრომდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.