ავღანეთში, ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ, აშშ-ის სამხედრო უწყება ავრცელებს. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულის ვინაობა უცნობია. ასევე, უცნობია დეტალები, თუ რა ვითარებაში დაიღუპა ის თუმცა, ცნობილია, რომ შემთხვევა საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს მოხდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო თალიბანმა. ორგანიზაციის მიერ, მედიისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 22 დეკემბერს, თალიბები, ამერიკულ სამხედრო მანქანას, ჩარ-დარას რაიონში დაესხნენ თავს.
ავღანეთში, სამხედრო დავალების შესრულებისას, 2019 წლის განმავლობაში 19 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. 18 წლის განმავლობაში, ავღანეთში 2300-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ავღანეთში, ამერიკული დანაყოფი, ექსტრემისტული დაჯგუფებების- თალიბანის, „ისლამური სახელმწიფოსა“ და ალ ყაიდის წინააღმდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციებს ატარებს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას და ავღანეთში, ამერიკული სამხედრო კონტიგენტის შემცირებას გეგმავს.