ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ის ელჩი ხალილზადი პაკისტანში ჩავიდა.


ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ამერიკის წარმომადგენელი, ელჩი ზალმაი ხალილზადი პაკისტანში ჩავიდა. ავღანეთში, ამერიკის ყველაზე დიდ სამხედრო ბაზაზე თალიბების თავდასხმის და საპასუხოდ გაწყვეტილი მოლაპარაკებების შემდეგ, ეს ვიზიტი მალევე შედგა. ხალილზადი, ისლამაბადში საგარეო საქმეთა მინისტრ შაჰ მეჰმუდ ქურეშის შეხვდა და ამერიკა-თალიბანის შეწყვეტილი მოლაპარაკებების შესახებ ის საქმის კურსში ჩააყენა.

"იმედი გვაქვს, რომ ამერიკა-თალიბანის მოლაპრაკებები მალე განახლდება"- განახადა ქურეშიმ.

ამერიკის წარმომადგენელი პაკისტანის არმიის გენშტაბის მეთაურს, გენერალ ქამარ ჯავედ ბაჯვასაც შეხვდა. არმიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების შესახებ ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება, ამ მხრივ, ავღანეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპრაკებებს დაეთმო.

თალიბანის ლიდერები ახლო კავშირს ინარჩუნებენ ისლამაბადთან. მათი ოჯახები პაკისტანში იმ სამ მილიონ ავღანელ დევნილთან ერთად ცხოვრობენ, რომელთაც ქვეყანა დღემდე მასპინძლობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG