რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი პასუხს გასცემს ვაშინგტონს ახალ სანქციებზე, რომლებიც რუსეთს სჯის გასულ წელს ამერიკის არჩევნებში ჩარევის და სხვა დესტრუქციული მოქმედებების, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის ანექსიის და საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის გამო.
გუშინ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, ხმათა უმრავლესობით რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
კანონპროექტში ასევე ჩადებულია დებულებები, რომელთა თანახმად კონგრესს ბერკეტი ეძლევა პრეზიდენტის ჩასწორებები განიხილოს, თუკი პრეზიდენტი შეეცდება რუსეთზე დაწესებული სანქციები შეარბილოს.
რიაბკოვმა დასძინა, რომ ახალი სანქციები ხელს შეუშლის ურთიერთობების დალაგებას ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მან გაიხსენა ტრამპის ადმინისტრასციისთვის მიცემული პირობა, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიიღებდა ამერიკელი კანონმდებლების მიერ გადადგმული ნაბიჯების, და კერძოდ, სანქციების გამო.