ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის კანონმდებლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე შეთანხმდნენ


აშშ-ის კონგრესის ორპარტიული ჯგუფი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდა. საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს დებულებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს სანქციების შესუსტების საშუალებას უზღუდავს.

კანონპროექტი, სახელწოდებით "ირანის დესტაბილიზაციისკენ მიმართული საქმიანობის დაძლევა" სენატმა ერთი თვის წინ დაამტკიცა და აქ მოცემული იყო ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები ბალისტიკური რაკეტების გამოცდის საპასუხოდ.

კანონპროექტის დამტკიცება, საპროცედურო საკითხებიდან გამომდინარე, წარმომადგენელთა პალატაში შეფერხდა. წარმომადგენელთა პალატამ ასევე მოინდომა ამავე პაკეტში შესულიყო მკაცრი ეკონომიკური სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.

შაბათს, 22 ივლისს, ლიდერებმა ორივე პარტიიდან დააზუსტეს, რომ დარეგულირდა საპროცედურო საკითხთა ნაწილი და სანქციების პაკეტს ჩრდილოეთ კორეის მიმართ საკანონმდებლო ზომები დაუმატეს.

წარმომადგენელთა პალატა აღნიშნულ სანქციებს, რომელიც რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესდება, სამშაბათს უყრის კენჭს. კანონმდებლობას დაჩქარებული წესით უყრიან კენჭს და მას კონგრესის ორი მესამედის მხარდაჭერით დაამტკიცებენ.

კანონის ძალა კი აღნიშნულ კანონპროექტს, სავარაუდოდ, აგვისტოში, კონგრესის საზაფხულო შვებულებამდე მიენიჭება.

კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ედ როისმა და კონგრესის უმრავლესობის ლიდერმა კევინ მაკკარტიმ ერთობლივი განცხადება გამოსცეს, სადაც ნათქვამია-"ეს კანონპროექტი ამ სამ ქვეყანაზე გააკეთებს აქცენტს და ამ სახელმწიფოებს ანგარიშვალდებულს გახდის მათი სახიფათო ნაბიჯების გამო."

ახალი სანქციების კანონმდებლობით, კონგრესი რუსეთის დასჯას ცდილობს არამხოლოდ არჩევნებში ჩარევის, არამედ 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა თეთრი სახლის რეაქცია გამოიწვია. ტრამპის ადმინისტრაცია ამ კანონმდებლობის მთავარ დებულებას ეწინააღმდეგება, დებულებას, რომელიც პრეზიდენტის მიერ რუსეთზე დაწესებული ზომების შესაძლო შერბილების შემთხვევაში, კონგრესის კონტრზომას ითვალისწინებს 30თ დღიანი დეტალური განხილვების შემდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG