რუსეთი აცხადებს, რომ ის სირიაში სამშვიდობო მისიის შეთავაზებას განიხილავს, მაგრამ ძალადობა უნდა შეწყდეს ვიდრე რაიმე მისია შეუდგება ქვეყანაში მუშაობას. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინსტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ სირიაში სამშვიდობოები ჩავიდნენ. მისივე თქმით, კვირას არაბული ლიგის საგარეო უწყებების ლიდერებმა ახალი ინიციატივის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც არაბული ლიგისა და გაეროს ერთობლივ სამშვიდობო მისიას შეეხება.