სერბეთში, სამი დაკავებული კოსოვოელი პოლიციელი გაათავისუფლეს. ისინი სერბეთსა და კოსოვოს შორის არსებულ სადაო საზღვართან დააკავეს, რამაც ბალკალენ მეზობლებს შორის დაძაბულობის კიდევ უფრო გაღრმავება გამოიწვია. პოლიციელები სერბეთმა მხოლოდ მას შემდეგ გაათვისუფლა, რაც ამერიკამ და ევროკავშირმა ეს მტკიცედ მოითხოვეს.
პოლიციელები სერბეთის ცენტრალური სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუშვეს და მოგვიანებით კოსოვოში დააბრუნეს. სასამართლოს ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პოლიციელებს ბრალი წაუყენეს იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში და მათ უფლება ექნებათ, დარჩნენ საპატიმროს გარეთ, შემდგომ პოტენციურ სამართალწარმოებამდე.
ასევე ნახეთ: ნატო კოსოვოში მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებსოფიცრები ივნისის შუა რიცხვებში დააკავეს. სერბეთმა განაცხადა, რომ ისინი ქვეყანაში კოსოვოდან შევიდნენ, ხოლო კოსოვოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ისინი გაიტაცეს კოსოვოს ტერიტორიიდან და გადაიყვანეს სერბეთის ციხეში.
სერბეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა კოსოვოსთან, პეტარ პეტკოვიჩმა განაცხადა, რომ სამართალწარმოება პოლიციელების წინააღმდეგ გაგრძელდება. მისი თქმით, მათი პატიმრობიდან გათავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილება იყო და არა პოლიტიკური ნაბიჯი.