შეერთებული შტატების სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა წევრმა ჯიმ რიშმა საქართველოში ოპოზიციას და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
სენატორი რიში ამბობს, რომ ორშაბათის პოლიტიკური შეთანხმება „წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიმართულებით, რომელმაც ქვეყანა თვეების განმავლობაში მოიცვა. მოხარული ვარ იმის ნახვით, რომ შეთანხმებაში შედის საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, დაპატიმრებული ორი პოლიტიკური ფიგურის საკითხის გადაწყვეტა და იმაში დარწმუნება, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. ორივე მხარემ გამოიჩინა ლიდერობა და სიმამაცე კომპრომისის მიღწევის ძალისხმევაში იმისთვის, რომ ქვეყნისთვის და ქართველებისთვის სარგებელი მოეტანათ და ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს", ნათქვამია სენატორი რიშის განცხადებაში.
ასევე ნახეთ: სენატორები შაჰინი და რიში: პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლება მოლაპარაკებებს დაეხმარებაის ასევე მადლობას უხდის მედიატორებს. “მე ევროკავშირის მადლიერი ამ მოლაპარაკების პროცესში წამყვანი როლისთვის და აშშ-ის საელჩოს გუნდის დაუღალავი შრომის, რომელსაც ელჩი დეგნანი ხელმძღვანელობს", ამბობს სენატორი.
სენატორ რიშს მიაჩნია, რომ შეთანხმების სიმტკიცეს მხარეების მიერ მისი აღსრულება დაამტკიცებს. „კომპრომისის მონახვა პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ შეთანხმების სიმტკიცის რეალური გამოცდა მის აღსრულებაში იქნება. ამ შეთანხმების შესრულება, როგორც მისი ტექსტის, ასევე მისი არსის თვალსაზრისით და პოლიტიკური ნდობის აღდგენა ორივეს მხარის „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. როგორც აქამდე ბევრჯერ მითქვამს, საქართველო პოლიტიკურ მართლმსაჯულების ეტაპს უნდა გასცდეს და ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული საქართველოს აშენებისკენ იაროს. ამით ქვეყანა ამ მიმართულებით მიდის, მაგრამ შეერთებული შტატები, მათ შორის, საქართველოს მეგობრები კონგრესში, გააგრძელებენ პროცესის ახლოს დაკვირვებას“.