ორშაბათის შეხვედრის შემდეგ, სენატორებმა შეთანხმების მიღწევის იმედი გამოთქვეს
სენატში ორპარტიული შეთანხმების ფორმა მწიფდება, რაც წერტილს დაუსვამს მთავრობის დახურვას და შეერთებული შტატების შესაძლო დეფოლტს.
დღეს მოსალოდნელია შესაძლო შეთანხმების განხილვის მიზნით, წარმომადგენელთა პალატის და სენატის რესპუბლიკელების შეხვედრა.
ორშაბათის შეხვედრის შემდეგ, სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რიდმა და სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა შეთანხმების მიღწევის იმედი გამოთქვეს.
ახლანდელი მოლაპარაკებების მთავარი საგანია, შემდეგი წლისთვის ფედერალური მთავრობის ვალის ზედა ზღვრის აწევა და მოკლევადიანი ზომები იმისთვის, რომ მთავრობამ განაახლოს მუშაობა და დაიწყოს ბიუჯეტის საკითხებზე მსჯელობა.