ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი თბილისში დაიწყო. უმაღლესი რანგის ამერიკელი დიპლომატის თვითმფრინავი, თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დახვდნენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი რანგის ამერიკელი დიპლომატი პირველ ოფიციალურ შეხვედრას ხვალ, საქართველოს პრეზიდენტთან, "ორბელიანის სასახლეში" გამართავს.
სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, მაიკ პომპეო მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდება.
პომპეო ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს.
ვიზიტის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მრგვალი მაგიდის ფორმატში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი: პომპეო საქართველოში არჩევნებსა და დემოკრატიულ პროცესებს განიხილავსსამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მაიკ პომპეოს შეხვედრის მიზნების შესახებ, საუბარის იყო სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
"სახელწიფო მდივანი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მათი შეხედულებები მოისმინოს კანონის უზენაესობაზე... და დამოუკიდებელ სასამართლოზე, რომელიც არსებითი ნაწილია ქართულ დემოკრატიაში დავების თავისუფლად გადაწყვეტის და ადამიანის, ასევე, ეკონომიკური უფლებების პატივისცემის საკითხებში“, - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა ბრიფინგზე.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ბფრიფინგი სახელმწიფო მდივნის თბილისში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გამართა.
უწყების მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი, რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ: ზურაბიშვილი პომპეოს საქართველოში ვიზიტს მიესალმებაუმაღლესი რანგის ამერიკელი დიპლომატის შესახებ, პირველი კომენტარი უკვე გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანის თქმით, რეგიონში, საქართველო ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე და ყველაზე ძლიერი დასაყრდენია.
"იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია შექმნილი, მხედველობაში მაქვს ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად რეგიონი, ამ დროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ ვიზიტზე დიდი ხანია ვმუშაობდით, თუმცა კარგია, რომ ამ პერიოდს დაემთხვა. თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი შედგა, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მიანიშნებს აშშ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ფაქტია, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირე, საქართველო არის აშშ-ის ყველაზე ძლიერი დასაყრდენი" - აცხადებს ზალკალიანი.
საქართველის პირველი დიპლომატის თქმით, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობები, ბოლო ოთხი წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულზეა ასული.
ასევე ნახეთ: IRI: საპარლამენტო არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები"ყველა თანხმდება როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარე, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც არასდროს ისეთ მაღალ ნიშნულზეა ყველა მიმართულებით: თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობა. ესაა ის ძირითადი ოთხი მიმართულება, რაზეც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ვსაუბრობთ ამერიკასთან" - აცხადებს ზალკალიანი.
რამდენიმე წუთის წინ, მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტის შესახებ, განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ.
"სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.
სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე" - ნათქვამია განცხადებაში.
ვიზიტის ოფიციალურ დღის წესრიგით, როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრას არ გამართავს.