ნობელის პრიზი ფიზიკაში - ელქტრონების სამყაროს უკეთ შესაცნობად

ნობელის პრიზი ფიზიკაში წელს სამ მეცნიერს გადაეცა. ისინი ატომის გახლეჩისას მასში ელექტრონებს აკვირდებიან.

ეს მეცნიერები არიან: პიერ აგოსტინი ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ფერენს კრაუჩი გერმანიიდან, კვანტური ოპტიკის მაქს კლანკის ინსტიტუტიდან და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტიდან, ასევე ენი ლ'ჰუილიერი შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტიდან.

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის თანახმად, რომელიც პრემიას გასცემს, ამ მეცნიერების ექსპერიმენტებმა კააცობრიობას მისცა ახალი შესაძლებლობა იმისთვვის, რომ ატომებისა და მოლეკულების შიგნით ელექტრონების სამყარო შეესწავლათ. "მათ წარმოადგინეს გზა, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას უკიდურესად მოკლე სინათლის იმპულსები, რომელიც ელექტრონების მოძრაობის ან ენერგიის გარდაქმნის სწრაფი პროცესის გასაზომად შეიძლება იყოს გამოყენებული",

ამ ეტაპზე ეს ექსპერიმენტები სამყაროს შეცნობას უფრო უკავშირდება, ვიდრე კონკრეტულ პრაქტიკულ გამოყენებას, მაგრამ არსებობს იმედი, რომ ეს საბოლოოდ უკეთესი ელექტრონიკის შექმნას და დააავდებათა უკეთეს დიაგნოზირებას განაპირობებს.

ფიზიკაში ნობელის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მეცნიერეების ეს მიმართულება საშუალებას იძლევა ფუნდამენტურ კითხვებს გაეცეს პასუხი. "ისეთებს, როგორიცაა ფოტოელექტრული ეფექტის დროის მასშტაბი, რომლისთვვისაც ალბერტ აინშტაინმა 1921 წელს ნობელის პრიზი მიიღო", -- თქვა ევა ოლსონმა.

ნობელიანტები ჯილდოდ 1 მილიონ დოლარს მიიღებენ. გასულ წელს ფიზიკაში ჯილდო ასევე სამ მეცნიერს გადაეცა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ უმცირესი ნაწილაკები ერთმანეთთან კავშირს მაშინაც ინარჩუნებენ, როცა მათ განაცალკევებენ. ამ ინფორმაციას ახლა ისეთი პრაქტიკული მიზნებისთვის გამოსაყენებლადაც იკვლევენ, როგორიც ინფორმაციის დაშიფვრაა.

ფიზიკის მიმართულებით გამარჯვებულების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე დასახელდნენ მედიცინაში ნობელის პრემიის მიმღებებიც: უნგრელი-ამერიკელი კარალინ კარიკო და ამერიკელი დრიუ უაისმანი. მათ იმ აღმოჩენებისთვის მიიღეს ჯილდო, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო mRNA ვაქცინების შექმნას დაედო საფუძვლად.

მშვიდობის დარგში ნობელიანტი კი 9 ოქტომბერს უნდა დაასახელონ. პრესტიჟული პრიზით დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 10 დეკემბერს, ტრადიციულად ოსლოში გაიმართება. სხვა ჯილდოების გადაცემა კი სტოკჰოლმში მოხდება.