ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები უფრო მსუბუქი და მოზომილია, ვიდრე - შეერთებული შტატების
17 მარტს ჯერ ევროკავშირმა, შემდეგ კი შეერთებულმა შტატებმა რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა. თეთრი სახლის განცხადებით, 11 რუს ოფიციალურ პირზე ანგარიშების გაყინვის და უცხოეთში მიმოსვლის შემზღუდავი სანქციები ძალაში ორშაბათსვე შევიდა. მათი სახელები ყირიმის მიერ უკრაინისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას და რუსეთის სავარაუდო ანექსიას უკავშირდება.
ევროკავშირის მიერ სანქციონირებულთა სია უფრო გრძელია, ის 21 ადამიანს მოიცავს. ევროკავშირის ოფიციალური პირებიც აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან მეტი აგრესიის გამოვლენის შემთხვევაში, 28-ქვეყნიანი ერთობა მზად არის სანქციონირებულთა სია გაზარდოს. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, უილიამ ჰეიგის თქმით „ზომების დამატება შესაძლებელია. ეს არ არის ქვაზე ამოკვეთილი სია, რომლის გაგრძელება მომავალში აღარ შეიძლება“.
თუმცა, ანალიტიკოსების დიდი ნაწილი თვლის, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მაინც ბევრად უფრო მსუბუქი და მოზომილია, ვიდრე - შეერთებული შტატების. სხვა არგუმენტაციასთან ერთად, საუბრობენ 3 პუტინის ვიწრო წრიდან შესულ ოფიციალურ პირზე, რომელიც შეერთებული შტატების მიერ სანქციონირებულთა სიაში მოხვდა და არ არის ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სიაში. კეტრინ ეშტონი, ორგანიზაციის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის სანქციებს იცავს:
„არ ვთვლი, რომ საქმე მსუბუქ და სერიოზულ მიდგომასთან გვაქვს. ჩვენ გადაწყვეტილება საუკეთესო ინფორმაციაზე და გატარებულ სამუშაოებზე დაყრდნობით მივიღეთ. შემდეგ კი ისეთი დადგენილება გამოვიტანეთ, რაც ევროკავშირისთვის ყველაზე სწორ მიდგომას ასახავს“ - განაცხადა ეშტონმა.
ანალიტიკოსები ევროკავშირის სანქციების ერთგვარ სისუსტეს რუსეთთან ეკონომიკური კავშირებით ხსნიან. კერძოდ იმით, რომ რუსეთი ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელია და მკაცრი სანქციები რუსეთთან ერთად, ევროპასაც დააზარალებს. ბრიუსელის გადაწყვეტილება, კირ გილესის -ლონდონის ჩათამ-ჰაუსის რუსეთის ექსპერტის- აზრით, საუკეთესოდ ასახავს რუსეთთან მიმართებაში არსებულ დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პრობლემას.
„დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ იმ ბერკეტების საკმაოდ შეზღუდული რაოდენობა აქვს, რომელიც თვითონ მასაც არ დააზიანებს. ასე რომ მთლიანად დასავლეთის გაერთიანებული ფრონტი, რომელიც რუსეთზე მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებდა და მკვეთრ ზომებს მიიღებდა, ასევე ძალიან შეზღუდულია“- აღნიშნავს ანალიტიკოსი.
დასავლეთს მიაჩნია, რომ 17 მარტს ყირიმის ოკუპაციის საპასუხოდ გამოცხადებული სანქციები ჯერ მხოლოდ დასაწყისი, პირველი ნაბიჯია. ექსპერტების აზრით, რუსი ოფიციალური პირების ბიზნეს-ინტერესებზე დარტყმის მიყენება სწორი სასტარტო ტაქტიკა შეიძლება იყოს. დასავლეთმა კარგად იცის, რომ ორშაბათის სანქციები რუსეთის და ყირიმის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი ხანგრძლივი იქნება, დასავლეთი სანქციების ესკალაციასთან ერთად, სიტუაციიდან გამომდინარე, სხვა ზომებსაც მიმართავს. მათ შორის, საუბარია რუსეთის მეტ დიპლომატიურ იზოლაციაზეც. ეს ყოველივე კი საერთო ჯამში, უფრო შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი შედეგების მომტანი იქნება.
სანქციონირებულთა სრული სია 03.17.14
Your browser doesn’t support HTML5