შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ სანქციონირებულ რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირთა ჩამონათვალი.
შეერთებულმა შტატებმა სანქციები შემდეგ 11 ოფიციალურ პირზე დააწესა:
ევროკავშირის მიერ სანქციონირებულთა სია (მუქი ფერით აღნიშნულია იმ ოფიციალურ პირთა სახელები, რომლებიც შეერთებული შტატების მიერ სანქციონირებულთა სიაშიც მოხვდნენ):
შეერთებულმა შტატებმა სანქციები შემდეგ 11 ოფიციალურ პირზე დააწესა:
- ვალენტინა მატვიენკო - რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე
- დმიტრი როგოზინი - რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე
- სერგეი გლაზევი - რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი
- ვლადისლავ სურკოვი - რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე
- ელენა მიზულინა - რუსეთის პარლამენტის წევრი, დუმაში ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე
- ანდრეი კლიშასი - რუსეთის პარლამენტის წევრი, ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელი საკონსტიტუციო კანონმდებლობის დარგში
- ლეონიდ სლუტსკი - რუსეთის პარლამენტის წევრი, დუმაში ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე
- ვიქტორ იანუკოვიჩი - უკრაინის დევნილი პრეზიდენტი
- ვიქტორ მედვედჩუკი - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მოძრაობა -უკრაინის არჩევანი-ლიდერი.
- სერგეი აქსიონოვი - ყირიმის პრემიერ-მინისტრი
- ვლადიმირ კონსტანტინოვი - ყირიმის სახელმწიფო საბჭოს სპიკერი
ევროკავშირის მიერ სანქციონირებულთა სია (მუქი ფერით აღნიშნულია იმ ოფიციალურ პირთა სახელები, რომლებიც შეერთებული შტატების მიერ სანქციონირებულთა სიაშიც მოხვდნენ):
- სერგეი აქსიონოვი - ყირიმის პრემიერ-მინისტრი
- ვლადიმირ კონსტანტინოვი - ყირიმის პარლამენტის სპიკერი
- რუსტამ ტემირგალიევი - ყირიმის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
- დენის ბერეზოვსკი - უკრაინის საზღვაო ფლოტის მეთაური
- ალექსეი ჩალაი - სევასტოპოლის მერი
- პიოტრ ზიმა - ყირიმის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
- იური ჟერებცოვი - ყირიმის უმაღლესი რადის სპიკერის მრჩეველი
- სერგეი ტსეკოვი - ყირიმის უმაღლესი რადის სპიკერი
- ვიქტორ ოზეროვი - რუსეთის უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
- ვლადიმირ ჯაბაროვი - რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
- ანდრეი კლიშასი - რუსეთის პარლამენტის წევრი, ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელი საკონსტიტუციო კანონმდებლობის დარგში
- ნიკოლაი რიჟკოვი - რუსეთის პარლამენტის წევრი
- ევგენი ბუშმინი - ფედერაციის საბჭოს სპიკერის მოადგილე
- ალექსანდრე ტოტუნოვი - რუსეთის პარლამენტის წევრი
- ოლეგ პანტილეევი - რუსეთის პარლამენტის წევრი
- სერგეი მირონოვი - სახელმწიფო დუმის სათათბიროს წევრი
- სერგეი ჟელეზნიაკი - რუსეთის დუმის სპიკერის მოადგილე
- ლეონიდ სლუტსკი - რუსეთის პარლამენტის წევრი, დუმაში ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე
- ელექსანდრე ვიტკო - შავი ზღვის ფლოტის მეთაური
- ანატოლი სიდოროვი - რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის იმ შენაერთების მეთაური, რომელიც ყირიმშია განლაგებული
- ალექსანდრე გალკინი - შავი ზღვის ფლოტის იმ ნაწილის მეთაური, რომელიც ყირიმშია დისლოცირებული