ოთხშაბათს რუსულმა სასამართლომ კიბერუსაფრთხოების საკითხებში ჩართული ბიზნესმენი, ღალატისთვის გაასამართლა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ეყრდნობოდა ბრალდებებს, რომ მან უცხოელ ჯაშუშებს საიდუმლო ინფორმაცია გადასცა.
ილია საჩკოვი დანაშაულს უარყოფს, მან სასამართლო დარბაზში მშვიდად მოისმინა განაჩენი. საჩკოვმა, რომელიც მონაწილეობდა Group-IB-ის - რუსეთის კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფირმის - შექმნაში, წელს განაცხადა, რომ გაწყვიტა კავშირი თავის თავდაპირველ ბაზართან.
37 წლის საჩკოვი, რომელიც აღარ არის დაკავშირებული Group-IB-თან, მაგრამ წილს ფლობს მის ყოფილ რუსულ ბიზნესში, 2021 წლის სექტემბერში რუსეთის ღალატის ბრალდებით დააკავეს. საჩკოვის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ.
ასევე ნახეთ: იარაღით მოვაჭრე რუსეთში "ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას" შეუერთდა"ჩვენ არ დავთმობთ. ჩვენ გვჯერა... ილიას უდანაშაულობის და გავასაჩივრებთ განაჩენს შემდგომ ინსტანციებში“, - განაცხადა ადვოკატმა სერგეი აფანასიევმა.
მაშინ როცა საჩკოვი დააკავეს, Group-IB ორიენტირებული იყო მაღალტექნოლოგიური დანაშაულებისა და ონლაინ თაღლითობის გამოძიებაზე, როგორც რუსეთში, ისე - მის ფარგლებს გარეთ.
საჩკოვმა ოფიციალური პირების გაღიზიანება დაჭერამდე ერთი წლით ადრე გამოიწვია. ეს მოხდა ღონისძიებაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი ესწრებოდა და ტელევიზიით გადაიცემოდა. იქ სიტყვით გამოსვლისას საჩკოვმა დაადანაშაულა ხელისუფლება, რომ ცნობილ რუს კრიმინალ ჰაკერს დაუბრკოლებლად აძლევდა მუშაობის უფლებას; გააკრიტიკა იმ პირის დანიშვნა, რომელიც მისი თქმით, ყოფილი ჯაშუში იყო მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტზე ზედამხედველობის ორგანოში და ასევე დაადანაშაულა პუტინის კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი "ტოქსიკურ" განცხადებებში.
ასევე ნახეთ: რუსეთში, ომის მომხრე იგორ გირკინი პუტინის კრიტიკის შემდეგ დააკავესდაკავებამდე რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბიზნესმენ საჩკოვს პუტინი კრემლში 2019 წელს ახალგაზრდა მეწარმეების პრიზის მოპოვების შემდეგ შეხვდა.
საჩკოვი ერთ-ერთი უკანასკნელია მეცნიერებს, ჯარისკაცებს, ოფიციალური პირებს და ყოფილი ჟურნალისტებს შორის, რომლებსაც ბოლო წლებში რუსეთში ღალატში დასდეს ბრალი.