“რუსთავი2”-ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადასვლის და გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამიას ნაცვლად პაატა სალიას დანიშნვის შემდეგ, გაჩნდა შეკითხვები იმაზე, შეინარჩუნებს თუ არა ახალი მფლობელი არხის სარედაქციო პოლიტიკას. ქიბერ ხალვაში მმართველ გუნდთან და “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირად აღიქმება, ოპოზიციური “რუსთავი2” კი “ნაციოლურ მოძრაობასთან” და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ ტელეარხად მოიაზრება.
ეროსის სიკვდილის შემდეგ კი, საკითხავია ოდესმე გაიგებს თუ არა საქართველოს საზოგადოება სრულ ისტორიას.ნინო ჯაფარიძე
“რუსთავი2”-ის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არა მხოლოდ საქართველოში მედია გარემოზე, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართულ მედია-სივრცეზე არსებულ შეხედულებებზეც დიდ გავლენას იქონიებს.
“ქართული დემოკრატია უფრო ძლიერი იქნება თუ “რუსეთავი2”-ის მფლობელები მას სიახლეებისა და ანალიზის გადმოცემის საშუალებას არ ჩამოართმევენ,” ამბობს "ამერიკის ხმასთან" გაკეთებულ კომენტარში ნინო ჯაფარიძე, “ედისონ რისერჩის” ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოებრივ აზრს 20 წელზე მეტია სწავლობს.
“დღეს რუსთავი2-ს ვუყურე და კონტენტი განსხვავეული არ მომეჩვენა. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ და მასზე სახელმწიფოს რეაქციამ გამოავლინა ფარული, მაგრამ ბობოქარი თემები, რომლებიც “რუსთავი2”-ის მფლობელობას უკავშირდება. დვალი და მისი პარტნიორი საქმის სრულ გამოძიებას ითხოვენ. ეროსის სიკვდილის შემდეგ კი, საკითხავია ოდესმე გაიგებს, თუ არა საქართველოს საზოგადოება სრულ ისტორიას,” დასძინა ჯაფარიძემ.
რუსთავი2 უნდა დარჩეს, როგორც განსხვავებული დისკუსიებისა და დებატების პლატფორმა -- პლატფორმა, სადაც მესიჯები არ იქნება მმართველ ძალასთან კოორდინირებული.ნინო ჯაფარიძე
მკვლევარი ასევე ამბობს, რომ ობიექტური, თუმცა მთავრობის მიმართ კრიტიკული ინფორმაციის გავრცელება “ქართული ოცნების” მხრიდან თავდასხმის საგანი არაერთხელ გამხდარა. “ჩვენ ყველამ ვიცით -- და მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე -- რომ თუ “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებული ობიექტური ინფორმაცია ქართულ ოცნებას არ მოსწონს, ის მკაცრი კრიტიკის საგანი ხდება, მესიჯის მიმწოდებელი, კი თავდასხმების საგანი,” თქვა ჯაფარიძემ, რომელიც “ედისონ რისერჩის” კვლევებს საქართველოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელმძღვანელობდა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვების პასუხები საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ მმართველმა ძალამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და “ქართული ოცნების” ზოგიერთმა წევრმა “ედისონ რისერჩი” მიკერძოებულობაშიც დაადანაშაულა. ბიულეტენების დათვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ “ედისონ რისერჩის” გამოკითხვების შედეგები არჩევნების შედეგებს ემთხვეოდა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ მას უნახავს “რუსთავი2”-ის გუნდის პროფესიონალიზმი და დარწმუნებულია, რომ “ჟურნალისტები წინააღმდეგობას გამოხატავენ მათ ჟურნალისტურ დამოუკიდებლობაში ახალი მენეჯმენტის მხრიდან ნებისმიერი სახის ჩარევის შემთხვევაში.” მკვლევარს მიაჩნია, რომ “რუსთავი2”-მა ყველა დაინტერესებულ მხარეს დახმარება უნდა სთხოვოს იმაში, რომ არხი “დარჩეს, როგორც განსხვავებული დისკუსიებისა და დებატების პლატფორმა -- პლატფორმა, სადაც მესიჯები არ იქნება მმართველ ძალასთან კოორდინირებული.”
ამ ქვეყნებს არ აქვთ საკმარისად დიდი შიდა ბაზრები იმისთვის, რომ მედიამ თავი რეკლამებით ირჩინოს. ამის გამო, ისინი ფინანსურად სასიცოცხლოდ არიან დამოკიდებული მფლობელებზე, რომელთა უმრავლესობასაც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს.პოლ გობლი
არა-რუსულენოვანი პოსტ-კომუნისტური ქვეყნებისთვის ყველაზე დიდ პრობელემებს შორის მედია მფლობელობას ასახელებს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩნოსანი და ევრაზიის რეგიონის დამოუკიდებელი მკვლვარი პოლ გობლი. “ამერიკის ხმასთან” მან განაცხადა, რომ დიდ პრობლემას, მათ შორის საქართველოსთვისაც, ქმნის ის, რომ “ამ ქვეყნებს არ აქვთ საკმარისად დიდი შიდა ბაზრები იმისთვის, რომ მედიამ თავი რეკლამებით ირჩინოს. ამის გამო, ისინი ფინანსურად მჭიდროდ არიან დამოკიდებული მფლობელებზე, რომელთა უმრავლესობასაც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს.”
“რუთავი2”-ის ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადასვლაზე გობლი აცხადებს, რომ “არ მგონია საქართველოში მედიის მფლობელობის ასეთი კონცენტრაცია კარგი იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის [ქიბარ ხალვაში] კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იქნას და არხის გადაცემები დაბალანსებული იყოს. ეს არ არის ადვილი საქმე, თუმცა არც შეუძლებელი რამაა. მანამდე კი, ვფიქრობ, ეს ნაბიჯი სამწუხაროა იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიას ფუნქციონირების გაგრძელება მხოლოდ ამ პირობებში შეუძლია.”
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და “რუსთავი2”-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებენ, რომ ახალი მენეჯმენტი არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ გეგმავს, რასაც “რუსთავი2”-ის ჟურნალისტები და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციები ეჭვით უყურებენ.