ინტერნეტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ციფრული თაღლითობის ოპერაციების იდეის რუს ავტორს, „თაღლითობის მეფეს“ როგორც ის თავის თავს უწოდებდა, ნიუ-იორკის სასამართომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება ბრუკლინის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ ერიკ კომიტემ მიიღო. ალექსანდრ ჟუკოვს 2014-2016 წლებში 7 მილიონი დოლარის ოდენობის თაღლითობით მითვისება დაუმტკიცდა.
ასევე ნახეთ: რუსი ჰაკერების ომი ამერიკის წინააღმდეგჟუკოვის ფირმა "მედია მეთანი" იღებდა შეკვეთებს სარეკლამო სააგენტოებისგან, შემდეგ კი რეკლამას განათავსებდა არა რეალური მედია საშუალებების საიტებზე, არამედ თავისივე პროგრამისტების მიერ შექმნილ საიტთა ყალბ ასლებზე. დამკვეთებს ექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ მათ სარეკლამო კლიპებს მომხმარებელი ნახულობდა "ნიუ-იორკ თაიმსის", "ნიუ-იორკ პოსტის" და სხვა ცნობილი მედიის საიტებზე, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 3.8 მილიონი ამერიკული დოლარიც ჩამოერთმევა. ჟუკოვი 2018 წელს ბულგარეთში დააკავეს, შემდეგ კი მისი ექსტრადირება ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდა.