"თებერვალში, უკრაინის წინააღმდეგ რუსული საფრთხე კრიტიკული დარჩება" - როიტერი

რუსეთის სამხედრო წვრთნები პიკურ ეტაპზეა და უკრაინის წინააღმდეგ, რუსული აგრესიის რისკი თებერვლის ბოლომდე მაღალი დარჩება - დასავლური დაზვერვის მაღალი რანგის ოფიციალური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

მაღალჩინოსანმა, რომელმაც “როიტერთან” ანონიმურობის პირობით ისაუბრა თქვა, რომ დასავლურმა დაზვერვამ დაადგინა, რომ კონფლიქტის ან გაუთვალისწინებელი სამხედრო ინციდენტის რისკი ყველაზე მაღალი, სწორედ ამ პერიოდშია.

”ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე სანდო ნიშნები, რომ იქნება რაიმე სახის სამხედრო დეესკალაცია”, - აცხადებს ანონიმირობის დაცვით დასავლური დაზვერვის ოფიციალური პირი.

ოთხშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის გარშემო მყოფი მისი ძალების მეტი ნაწილი უკან იხევს მას შემდეგ, რაც მან სამშაბათს ზოგიერთი სამხედრო წვრთნების დასრულება გამოაცხადა.

ასევე ნახეთ: პუტინის თქმით, დასავლეთი კრემლის მოთხოვნებს არ პასუხობს

რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას. კრემლის აცხადებს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე, სამხედრო წვრთნებს მართავს.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე მოვლენების შესახებ თეთრ სახლში განცხადება 15 თებერვალს გააკეთა და თქვა, რომ რუსული ძალები, კვლავ თავდასხმისთვის მზად ყოფნის პოზიციებშია.

ასევე ნახეთ: ბაიდენი: „ჩვენ ჯერ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსული შენაერთები ბრუნდებიან საკუთარ ბაზებზე“

“რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ გაკრვეული შენაერთები ტოვებენ საზღვრებს. ეს კარგი იქნება. ჩვენ აქაამდე ინფორმაციის გადამოწმება ვერ შევძელით. ჩვენ ჯერ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსული შენაერთები ბრუნდებიან საკუთარ ბაზებზე. ყველა რუსული შენაერთი უნდა დაბრუნდეს ბაზებზე. ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე რუსეთის ჯარები აგრძელებენ თავდასხმისთვის მზადყოფნის პოზიციებში ყოფნას”, - აცხადებს ბაიდენი.