რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას განაგრძობს. ხუთი ადამიანის სიცეცხლე ესმხვეროპლა და 22 დაშავდა, ორშაბათს, ხარკივის ცენტრალურ უბნებზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმების შედეგად. რუსულმა ძალებმა საცხოვრებელი კორპუსები და სკოლის შენობა დაბომბა.
Your browser doesn’t support HTML5
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულთა შორის ხუთი ბავშვია.
„თითოეული მათგანი ხარკიველია, რომელბიც ქუჩაში მოძრაობდნენ, სათამაშო მოედნებზე“ - ამბობს დაღუპულებსა და დაშავებულებზე ხარკივის გუბერნატორი.
მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, რუსეთს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, კრემლი უარყოფს, რომ მისი სამიზნე სამოქალაქო ობიექტებია.
ასევე ნახეთ: კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრში 40-მდე დაკარგულს ეძებენმანამდე, 27 ივნისს, რუსულმა ძალებმა საჰაერო თავდასხმა ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განახორციელა. ცენტრის ნანგრევებში მოქალაქეების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმას 18 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, თუმცა ვარაუდობენ რომ მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.