რუსული რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გარკვეული შეზღუდვები მოხსნა, რომლელთა მიზანიც ვალუტის ვარდნის შეჩერება იყო.
რუბლის მკვეთრად გაუფასურების მიზეზი დასავლეთის მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციებია, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამერიკამ და პარტნიორმა ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ აამოქმედეს.
ასევე ნახეთ: ფიქციური „დამოუკიდებლობიდან“ პუტინის იოლ „გამარჯვებამდე“რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ 11 აპრილიდან უქმდებოდა 12 %-ანი საკომისიო უცხოური ვალუტის შესაძენად, 18 აპრილიდან კი გაუქმდება დროებითი აკრძალვა ვალუტის ფიზიკურ პირებზე მიყიდვის შესახებ.
სპეციალისტების შეფასებით, სწორედ შემსუბუქებული შეზღუდვების გამო დღეს რუსული რუბლი გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში მან 82.08 შეადგინა, როცა 8 აპრილს 71 რუბლი იყო.
ადგილობრივი დროით დილის 10:30 საათამდე რუბლი დოლართან მიმართებაში 5 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო 4.4 პროცენტით ევროსთან მიმართებაში.