რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ სავაჭრო ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა 64 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია ათეულობით ადამიანი. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ბევრი ბავშვია.
ხანძარი ციმბირის ქალაქ კემეროვოში მდებარე ოთხ-სართულიან სავაჭრო ცენტრში კვირას გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ბოლო კერები ორშაბათ დილით ჩააქრეს.
ცენტრის ბოლო სართულზე კინოთეატრი და გასართობი ცენტრი მდებარეობდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.