რუსულმა გაზეთებმა გოლუნოვის საქმეზე საერთო განცხადება გამოაქვეყნეს

რუსეთის სამმა წამყვანმა გაზეთმა იდენტური პირველი გვერდები დაბეჭდა, სადაც მათ ეჭვქვეშ დააყენეს გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის, დაკავების მოტივებს, რომელიც დაკავების დროს დაიჭრა.

„ვედომოსტი“, „“კომერსანტი“ და „RBC“ ის სამი გაზეთია, რომელთაც ერთიდაიმავე შინაარსის განცხადებები დაბეჭდეს გამოცემების პირველ გვერდებზე. რედაქტორები წერენ, რომ „გამოძიების მტკიცებულებები, გოლუნოვის ბრალთან დაკავშირებით, არ მიგვაჩნია სარწმუნოდ. მისი დაკავების გარემოებები კი ბევრ შეკითხვას გვიტოვებს. არ გამოვრიცხავთ, რომ გოლუნოვის დაკავება მის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული“.

გოლუნოვი ცნობილი რუსი გამომძიებელი ჟურნალისტია, რომლის მასალების წაკითხვაც ონლაინ პორტალ "მედუზაზე" არის შესაძლებელი. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტს, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის დააკავეს, კანზე სისხლჩაქცევები და ჭრილობები აღენიშნება. მას ასევე ჩამტვრეული აქვს ნეკნები. გოლუნოვი რუსმა სამართალდამცავებმა 6 ივნისს დააკავეს.