რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონ ჩრდილოეთ ოსეთში დააკავეს საავადმყოფოს მთავარი ექიმი, სადაც ჟანგბადის მიწოდების სისტემის მოშლის გამო, 9 კოვიდ პაციენტი გარდაიცვალა.
10 აგვისტოს, საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმირ პლიევს “უსაფრთხოების რეგულაციების” აღსრულების უგულებელყოფა დაბრალდა. იქვე აღნიშნეს, რომ შესაძლო წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
ასევე ნახეთ: რუსეთმა კორონავირუსის ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა9 აგვისტოს, ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში მდებარე საავადმყოფოში, ჟანგბადის მიწისქვეშა მილის გასკდომის შედეგად ნტენსიური თერაპიის განყოფილებას ჟანგბადის მიწოდება შეუწყდა და ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.
რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სოსლან ტაბიევმა, 11 აგვისტოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჟანგბადის მთავარი ხაზის აღსადგენი სამუშაო დასრულდა და ახლა მთელი სისტემის შემოწმება ხდება.
პანდემიის განმავლობაში რუსეთის საავადმყოფოებში ბევრი ავარია მოხდა, რასაც პაციენტების გარდაცვალება მოჰყვა.
ივნისში, ქალაქ რიაზანში სამი ადამიანი დაიღუპა ხანძრის დროს, რომელიც სავარაუდოდ, ხელოვნური სუნთქვის გაუმართავმა აპარატმა გამოიწვია.
2020 წლის მაისში, მოსკოვის და პეტერბურგის საავადმყოფოებში, რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ, ასევე გაუმართავი სუნთქვის აპარატებით გაჩენილ ცეცხლში გარდაიცვალა.
11 აგვისტოსთვის, რუსეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის 6, 512,000-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა.