პარასკევს რუსეთმა “კოვიდ-19”-ის 23,811 ახალი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა. მათ შორის 3,425 შემთხვევა მოსკოვში აღირიცხა. ამით, პანდემიის დაწყების შემდეგ, ოფიციალური ეროვნული აღრიცხვის მაჩვენებელმა 6,078,522 შეადგინა.
მთავრობის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსთან დაკავშირებული მიზეზებით 795 ადამიანი გარდაიცვალა და ეროვნული მაჩვენებელი 152,296 ნიშნულამდე მიყვანა.
სტატისტიკის ფედერალური სააგენტო ცალე აღრიცხვას აწარმოებდა და გამოაცხადა, რომ 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის მაისამდე, “კოვიდ-19”-თან დაკავშირებული გარდაცვალებების რიცხვმა გაცილებით მეტი, 290,000 შეადგინა.
რუსეთი კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდას განიცდის, რასაც ხელისუფლება ვირუსის დელტა ვარიანტს და ვაქცინაციის ნელ ტემპს აბრალებს.
Facebook Forum