ჰაკერებმა, რომლებიც სავარაუდოდ რუსეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოში მუშაობენ, უკრაინაში განთავსებული საელჩოების ათობით დიპლომატს მეორადი მანქანის ყალბი რეკლამა გაუგზავნეს. ამის მიზანი კი მათ კომპიუტერებში შეღწევა იყო. ამის შესახებ ოთხშაბათს კიბერუსაფრთხოების კომპანიამ ოთხშაბათს გამოაქვეყნა ინფორმაცია.
Palo Alto Networks კვლევითი მიმართულების, „42-ე განყოფილების“ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამ ფართომასშტაბიანი ჯაშუშობის სამიზნე ის დიპლომატები იყვნენ, რომლებიც უკრაინის დედაქალაქში მუშაობდნენ. 80 უცხოური მისიიდან ჰაკერეები თავს დაესხნენ მინიმუმ 22-ს.
ასევე ნახეთ: დიდი ბრიტანეთი დასავლეთის ქვეყნებს კიბერთავდასხმების შესახებ აფრთხილებსჰაკერები სახელებით - „APT29“ და „Cozy bear“ დიპლომატების კომპიუტერებში შეღწევას პოლონელი დიპლომატის მიერ გაგზავნილი ბროშურის მეშვეობით შეეცადნენ. ეს ბუკლეტი კიევში BMW-ს მეხუთე სერიის მეორადი სედანის გაყიდვას შეეხებოდა და ვირუსულ ლინკს მოიცავდა. მოგვიანებით, მათ ეს ბუკლეტი კიევში სხვადასხვა საელჩოს თანამშრომლებს გაუგზავნეს. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ჰაკერების ამ ჯგუფს რუსეთის საგარეო დაზვერვა იყენებს. უწყებას ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ასევე ნახეთ: ამერიკამ აღკვეთა რუსეთის საჯაშუშო კიბერ-ოპერაციები უცხოეთის 50-ზე მეტ ქვეყანაში"დიპლომატიური მისიები ყოველთვის იქნება მაღალი ღირებულების ჯაშუშობის სამიზნე", - ნათქვამია „42-ე განყოფილების“ მოხსენებაში. „რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თექვსმეტი თვის შემდეგ, უკრაინის საკითხებზე დაზვერვა... რუსეთის მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - ამბობენ მკვლევრები.
22 საელჩოდან 21-მა დიპლომატიურმა მისიამ, რომელიც ჰაკერების სამიზნე იყო, ახალი ამბების სააგენტო „როიტერს“ კომენტარზე უარი განუცხადა. "როიტერისთვის" უცნობია, წარმატებით შეაღწიეს თუ არა ჰაკერებმა, რომელიმე საელჩოს სისტემაში.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ მათ ამ თავდასხმის შესახებ იციან და კიბერ და ტექნოლოგიების უსაფრთხოების დირექტორატის ანალიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ მას გავლენა არ მოუხდენია დეპარტამენტის სისტემებსა და ანგარიშებზე.