ოთხშაბათს უკრაინის დედაქალაქში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რუსული დრონის თავდასხმის შედეგად სულ ცოტა ცხრა ადამიანი დაშავდა.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ ჩამოგდებული რუსული დრონის ნამსხვრევების საცხოვრებელ სახლზე დაცემის დროს დაშავებულთა შორისა 11 წლის გოგონაც.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი პოპკომ განაცხადა, რომ ანტისაჰაერო თავდაცვამ გაანადგურა რუსული დრონები, რომლებიც ქალაქის წინააღმდეგ სხვადასხვა მიმართულებიდან გაუშვეს.
უკრაინის სამხედრო უწყების ოთხშაბათს გამოქვეყნებული ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რუსების მიერ გაშვებული 62 დრონიდან 33 ჩამოაგდო.
ასევე ნახეთ: რუსეთმა ღამით კიევს დრონები დაუშინაკიევის გარდა, უკრაინულმა ძალებმა დრონების თავდასხმის აღკვეთა მოახერხა ჩერკასის, ჩერნიჰივის, დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, ხარკივის, ხმელნიცკის, პოლტავის, სუმის და ზაპორიჟიის რეგიონებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 23 უკრაინული დრონი გაანადგურა. სამინისტროს ცნობით, დრონებს გზა გადაუჭრეს როსტოვის, კურსკის, სმოლენსკის, ორიოლის, ბრიანსკის და ბელგოროდის რეგიონების თავზე.
რუსული ძალები უკრაინის რეგიონებს დრონებით თითქმის ყოველ ღამით თავს ესხმის. მოსკოვი უარყოფს, რომ მისი სამიზნე სამოქალაქო მოსახლეობაა.