გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე, დმიტრი პოლიანსკი ამბობს, რომ ის ვერ ენდობა ამერიკელი და ბრიტანელი ჯაშუშების შეფასებას უკრაინაზე. მისი თქმით, ამ ქვეყნებმა ბევრჯერ დაუშვეს შეცდომები ამერიკის ხელმძღვანელობით ერაყში შეჭრის ოპერაციასთან დაკავშირებით.
"ჩვენ არ ვენდობით ამერიკისა და ბრიტანეთის დაზვერვას. მათ მთელ სამყაროს ძალიან ბევრჯერ გაგვიცურეს იმედი. საკმარისია გავიხსენოთ, თუნცად მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა ერაყში", - თქვა პოლიანსკიმ.
რუსი დიპლომატის თქმით, არავინ უნდა ასწავლოს რუსეთს, სად უნდა ჩაატაროს სამხედრო წვრთნები რუსეთის ტერიტორიაზე.
ასევე ნახეთ: უკრაინა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვსსაუბარია უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზებაზე, რასაც რუსეთი სამხედრო წვრთნებს უწოდებს. დასავლეთისთვის კი ეს უკრაინაში შეჭრის სამზადისად აღიქმება. კრემლი უარყოფს ამ ბრალდებას. თუმცა, უკრაინის საზღვართან სულ უფრო იზრდება რუსი სამხედროების რაოდენობა.
ნატოს ინფორმაციით, რუსეთს ბელარუსში 30,000 ჯარისკაცი ჰყავს გაშვებული. დასავლეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ახლა უკრაინის საზღვართან და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაახლოებით, 150,000 რუსი სამხედროა განლაგებული.