25 ივლისს, ფხენიანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ კორეის ომის ზავის აღსანიშნავ დღეზე დასასწრებად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეას ეწვევა. ხანგრძლივი პანდემიური ჩაკეტვის შემდეგ, როგორც სჩანს, ფხენიანი მაღალი რანგის სტუმრებისთვის თავის საზღვრებს ხსნის.
ასევე ნახეთ: ჩრ. კორეის ლიდერი პუტინთან სტრატეგიული თანამშრომლობისთვის მზადაა„რუსეთის ფედერაციის სამხედრო დელეგაცია, რომელსაც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უხელმძღვანელებს, კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას მისალოცი ვიზიტით ესტუმრება,“ განაცხადა კორეის ახალი ამბების ცენტრალურმა სააგენტომ. ერთი დღით ადრე სააგენტომ დაადასტურა, რომ 27 ივლისის ღონისძიებას ჩინური დელეგაციაც დაესწრება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიწვევა ჩრდილო კორეელი კოლეგებისგან მიიღო და გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრება.
„ეს ვიზიტი რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კავშირების გაძლიერებაში შეიტანს წვლილს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება,“ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები, სამხედრო აღლუმსაც მოიცავს.