უკრაინის ფრონტზე აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის რეგიონში, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წინსვლაზე საუბრობს.
კრემლი ამბობს, რომ რუსულმა ჯარმა უკრაინული სოფელი ორლივკა დაიკავა. სოფელი დონეცკის ოლქში მდებარეობს. ორლივკა ქალაქ ავდიივკადან დააახლოებით 10 კილომეტრით არის დაშორებული, ავდიივკა, რომელიც მიწასთანაა გასწორებული, რუსულმა ჯარმა ცოტახნის აიღო, რამდენიმეთვიანი ბრძოლების შემდეგ.
ასევე ნახეთ: უკრაინა განაგრძობს რუსეთის ნავთობ-ინდუსტრიაზე დრონებით თავდასხმებსუკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ზეწოლა ორლივკას რეგიონში დიდია, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული არმიის ცხრა თავდასხმის მოგერიება შეძლო.
დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის. "როიტერმა", რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა ვერ შეძლო ფაქტების დამოუკიდებლებად გადამოწმება.