რუსეთის სასამართლომ "ვიკიმედიის ფონდი" 2 მილიონი რუბლით ($27,000) დააჯარიმა. სამშაბათს, 28 თებერვალს სასამართლომ ცნობილი ონლაინ ენციკლოპედია დამნაშავედ ცნო მას შემდეგ, რაც "ვიკიპედიის" საიტზე არ წაშალეს რუსეთის აზრით, მისი "არმიის შესახებ დეზინფორმაციის შემცველი მასალა".
ასევე ნახეთ: რუსული ანტიდასავლური პროპაგანდის უცვლელი მრავალსახეობა საქართველოშიუკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთმა მალევე შემოიღო ახალი კონონები, რომლებიც ზღუდავს ომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. მოსკოვი ბლოკავს მიმდინარე კონფლიქტზე მისთვის არასასურველ ინფორმაციას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე კრემლის ინტერპრეტაციისგან განსხვავდება. რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.
"ვიკიმედიის ფონდი" მართავს "ვიკიპედიას", რომელიც გასულ წელს რუსეთში უკვე დააჯარიმეს გვერდიდან 2 სტატიის წაუშლელობის გამო. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გამორიცხავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"ჯერჯერობით, რუსეთის სასამართლოების ისტორიაში, "ვიკიპედიას" სასამართლოს ვერდიქტის გასაჩივრების მხოლოდ ერთი წარმატებული გამოცდილება აქვს", - უთხრა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" ორგანიზაციის წარმომადგენელმა რუსეთში სტანისლავ კოზლოვსკიმ.