ცნობილ რუს მოჭადრაკეს და კრემლის კრიტიკოსს გარი კასპაროვს რუსეთში პატიმრობა ემუქრება. დაკავების ორდერი კომის ოლქის სასამართლომ 24 აპრილს გამოსცა. კასპაროვს ბრალად „ტერორისტული“ ჯგუფის შექმნა და მისი ხელმძღვანელობა ედება.
მანამდე, გარი კასპაროვი კრემლმა ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. უფლებადამცველების შეფასებით, კრემლი ამ სიას კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის იყენებს.
ასევე ნახეთ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთში ჩავიდაკასპაროვთან ერთად, დაკავების ორდერო ასევე გაიცა ემიგრაციაში მყოფი სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგაც. მათი დაკავების ორდერი სიქტივკარის საქალაქო სასამართლომ გამოსცა.